www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა- 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მისო "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
უმცროსი საკრედიტო ექსპერტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, მარნეული

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2020 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** პრომო აქციებში მონაწილეობა;
** დადგენილი ლიმიტის ფარგლებში საკრედიტო განაცხადისა და პროექტის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა საკრედიტო ექსპერტთან ერთად;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** საკრედიტო ანალიზის და პროექტის დამუშავების შესწავლა;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
** უმაღლესი განათლება, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საბანკო-საფინანსო სექტორში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** აქტიურობა, ინიციატივიანობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
** საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
** ახალი უნარების აღმოჩენას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს.

პოზიციის პირობები:

** ანაზღაურება საგამოცდო პერიოდში 300 ლარი + ბონუსი;
** ანაზღაურება საგამოცდო ვადის შემდეგ 400 ლარი + ბონუსი;
** საგამოცდო ვადა - 3 თვე;
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2020 წლის 01 თებერვლისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |