www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

განცხადების ვადა: 10 იანვარი - 10 თებერვალი, 2020
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დღის განმავლობაში საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტი/კონტაქტი;
** პროდუქტის გაცნობა პოტენციური მომხმარებლისთვის;
** პროდუქტის შესახებ ამომწურავი და სწორი ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლისთვის;
** პროდუქტის გაყიდვა;
** ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული სარეკლამო მასალების გავრცელება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის პერიოდული განახლება;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
** ანგარიშის წარდგენა განხორციელებული ვიზიტების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელთან სამუშაო დღის შედეგების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია სადაზღვევო ბიზნესში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office)

პიროვნული უნარები:

** გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
** გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ეფექტური მოლაპარაკებების გამართვის უნარი
** მიზანდასახულობა
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტაცია
** დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდურობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაგაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |