www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ივენთივ
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

კომპანია "ივენთივ" ახალი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ღონისძიებების მოსაწყობად საჭირო განსხვავებულ სერვისებს სთავაზობს. პროდუქციისა და სერვისების მზარდი ასორტიმენტით კომპანია სწრაფად ვითარდება როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ქართველი და უცხოელი მომხმარებელი მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველვყოთ, სტანდარტების სრული დაცვით.

თანამდებობა: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ბენეფიტ პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ულიმიტო კორპორატიული ნომერი

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან - მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება;
** არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვების განხორციელება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურეობის გაწევა;
** ბაზრის კვლევა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** კორპორატიული (კერძო კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები, ტენდერები) კლიენტების მოძიება და მათი რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა;
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მისი ეფექტური განხორციელება, მართვა, კონტროლი და პერიოდული ანგარიშგება;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია და მომსახურების შეფასება;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნეს ადმინისტრირება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერა; მეტყველება);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები და მახასიათებლები:

** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება - სერვისი, ღონისძიებები, ტურიზმი;
** უმაღლესი განათლება;
** პრიორიტეტულია: ორგანიზაციების დირექტორებთან, შესყიდვების, მარკეტინგის და PR მენეჯერებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** შეფასების და ანალიზის უნარის მქონე;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: vacancy@eventive.ge 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

"Eventive" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |