www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი - დილის ცვლა
მომწოდებელი: Prohive Sales
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"Prohive Sales" საერთაშორისო მარკეტინგისა და გაყიდვების კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს.

მაღალი ანაზღაურება, ამ სფეროში საუკეთესო ბონუს სისტემა და პოზიტიური სამუშაო გარემო - ესაა ის ძირითადი პირობები, რასაც ჩვენი გუნდის არსებული და ახლად შეძენილი წევრები მუდმივად ასახელებენ ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობებად.

ჩვენთან, თითოეულ თანამშრომელს ვეპყრობით ისე, როგორც გუნდის წევრს და არა როგორც დაქირავებულ მუშაკს. ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეუერთდეთ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და უმაღლეს დონეზე აიყვანოთ თქვენი არსებული თუ ახლად შეძენილი უნარ-ჩვევები გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას + საუკეთესო ბონუსურ სისტემას
** წამახალისებელ შეჯიბრებებს (გამოიმუშავე დამატებით $100-$500)
** კომპანიაში დაწინაურების პერსპექტივას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიონალ და პოზიტიურ მენეჯმენტს
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს თბილისსა და უცხოურ ფილიალებში
** კორპორატიულ წვეულებებს, სხვადასხვა სახალისო აქტივობებს
** სახლში ტრანსპორტირებას
** შეღავათიან სამუშაო გრაფიკს სტუდენტებისათვის.

თქვენ მოგეთხოვებათ:

** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** მაღალი ანაზღაურების სურვილი
** მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება
** კრეატიულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-დან 17:00-მდე (ამ დროში შედის შესვენება)
** ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები) + მაღალი ბონუსები.

თუ გსურთ, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, განავითაროთ და დახვეწოთ თქვენი უნარები და გამოიმუშაოთ იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გამოგიმუშავებიათ, გამოგზავნეთ თქვენი CV მეილ მისამართზე: hr@prohivesales.com - სათაურით "ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".

დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაგიკავშირდებით 3-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |