www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: ბესთ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია შპს "ბესტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებელის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია სამშენებლო სამოქალაქო პროექტებზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა, პროგრამა AutoCAD-ის გამოყენებით;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების შესაბამისად დამკვეთთან ურთიერთობების განვითარება, შესასრულებელ სამუშაოებზე ანგარიშების წარდგენა;
** დამკვეთის კონსულტირება;
** დაკვეთის მიღების შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება;
** დამკვეთისთვის და ხელმძღვანელებისთვის მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით), შემდეგ ელ. მისამართზე: natia@bestgroup.ge, info@bestgroup.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2 42 44 11; (+995 32) 2 42 14 44



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |