www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო კურსი - ხარისხის მართვა ISO 9001:2015
მომწოდებელი: ხარისხის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

ხარისხის მართვა ISO 9001:2015

თუ აპირებთ:

** გახდეთ ხარისხის მენეჯერი
** აიმაღლოთ კვალიფიკაცია ხარისხის მართვის საკითხებში
** დანერგოთ პროცესებზე დაფუძნებული მართვის სისტემა კომპანიაში
** სერტიფიცირებას ან/და რესერტიფიცირებას ISO 9001:2015 სტანდარტში
** იმ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ვინც იზრუნებს ხარისხის მართვაზე
** მასერტიფიცირებელი, წლიური, გეგმიური აუდიტის ვიზიტისთვის მომზადებას
** შიდა აუდიტისთვის შესაბამის მომზადებას

სერტიფიცირებული კურსის შემდგომ შეძლებთ:

** ხარისხის მართვის დანერგვას კომპანიაში
** იმსჯელოთ ISO 9001:2015 მოთხოვნებზე
** გაანალიზოთ და შეადაროთ არსებული ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 სტანდარტით გათვალისწინებულს
** დამოუკიდებლად შეიმუშაოთ შესაბამისი პროცედურები ISO 9001:2015 პრინციპების დაცვით
** ადვილად გაიაროთ თქვენმა ორგანიზაციამ მასერტიფიცირებელი აუდიტი ISO 9001:2015 -ში
** განსაზღვროთ და დაგეგმოთ შიდა ორგანიზაციული პროცესები
** აღმოაჩინოთ შეუსაბამობები პროცესებში და დაგეგმონ მათი გამოსწორების გზები
** დასახოთ მუდმივი გაუმჯობესების გზები ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით
** შეიმუშაოთ ცალკეული პროცესების მონიტორინგის და კონტროლის სისტემა, შესაბამისი KPI-ებით.

კურსი სასარგებლოა შემდეგი პირებისთვის:

** მოქმედი და/ან მომავალი ხარისხის მენეჯერები
** სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები
** მოქმედი ან/და მომავალი პროცესის აუდიტორები
** უმაღლესი მმართველი რგოლის წარმომადგენლები
** ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია გარკვეული პროცესების მართვასა და ხარისხზე

ტრენერი: ნათია ზედგინიძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ხარისხის სტანდარტების ექსპერტი, "ხარისხის ინსტიტუტის" წამყვანი კონსულტანტ/ტრენერი 20 წლიანი უწყვეტი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით

კურსის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო შეხვედრა.
დრო: 20-21-22-23-24 იანვარი, 10:00-13:00-მდე.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო "იოტა", თბილისი, ლერმონტოვის #10 (თავისუფლების მოედანთან)
კურსის ღირებულება: ერთ მონაწილე - 520 ლარი

ღირებულებაში შედის:

** სასწავლო მასალები: ISO 9001:2015 სტანდარტი ქართულ ენაზე, სავარჯიშოები, დოკუმენტური ფორმები
** "ხარისხის ინსტიტუტის` ინგლისურენოვანი სერტიფიკატი სახელწოდებით "Quality Management ISO 9001:2015"
** ერთი კომპანიიდან 3 მონაწილეზე მეტის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება.

კურსზე რეგისტრაციის პირობები:

** ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ ტრენინგამდე 2 სამუშაო დღით ადრე.
** კურსზე რეგისტრაციის ვადა 15 იანვარი
** საფასურის გადახდის საბოლოო ვადა 17 იანვარი
** გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით IQ-ს მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე
** მონაწილის ოფიციალური რეგისტრაცია ხდება თანხის მთლიანი დაფარვის შემდეგ

რეგისტრაცია გთხოვთ გაიაროთ შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd2Z7hltswoVP19-ClpJLbeaeS3HpsFkdu0KY8MAidWxZ5Uow/viewform

"ხარისხის ინსტიტუტი"
ტელ: (+995) 599 57 60 59
ელფოსტა: natia.zedginidze@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |