www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ დიზაინერი UI/UX
მომწოდებელი: HobbyStudio
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

ციფრული სააგენტო "HobbyStudio" აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის თანამდებობაზე.

გვესაჭიროება ნიჭიერი UI/UX დიზაინერი, სამუშაო გამოცდილებით.
დიზაინერის მოვალეობებში შევა პირველ რიგში მაღალი დონის ვებ გვერდების და აპლიკაციების დიზაინების შექმნა, დამკვეთთან ურთიერთობა, და სხვა გრაფიკული სამუშაო.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

სამუშაო პროგრამები:

** Adobe Photoshop
** Adobe Illustrator
** Adobe XD
** Sketch

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატიურობა.

კანდიდატები სამუშაო გამოცდილების გარეშე არ განიხილებიან.
კანდიდატები "პორტფოლიოს"(ნამუშევრების) ან CV-ის გარეშე არ განიხილებიან.

გთხოვთ მოგვაწოდოთ მხოლოდ თქვენს მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ნამუშევრები.

სამუშაო გრაფიკი სრული.

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის დონეზე და გამოცდილებაზე.

მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV მაილზე: hr@hobbystudio.ge

(მიმაგრებული ფაილების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |