www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: NTS
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "NTS" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nts.ge

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ.118. ექსპო ჯორჯია
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის შესწავლა, მისი მოთხოვნის იდენტიფიცირება;
** შენობების სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირება, მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, შესრულების კონტროლი;
** ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების ამოქმედების შემოწმება;
** სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე, პერსონალის კონსულტირება მათი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ;
** კომპანიაში სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება-პერიოდული განახლება კანონმდებლობის შესაბამისად;
** სახანძრო უსაფრთხოების შესახებ რეგულარული ინსრტუქტაჟი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** სახანძრო უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
** სერთიფიცირებული სახანძრო/შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** AutoCad ან/და Archicad პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლიანი
** ორგანიზებული
** დროის მართვის უნარი
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი

კანდიდატებმა, ვინც აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@nts.ge და მიუთითეთ აღნიშნული პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |