www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროცესების მართვის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. "ICR ჯგუფი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის აქსესუარების და ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

ICR აცხადებს ვაკანსიას ავეჯის პროექტის მიმართულებით პროცესების მართვის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული საქონლის ატვირთვა პროგრამაში;
** ყოველდღიური რეალიზაციის ანალიზი დადგენილი ფორმის შესაბამისად;
** მარაგების აღრიცხვის ტექნიკური მხარდაჭერა.
** ელექტრონული კომერციისთვის, ციფრული კატალოგების ატვირთვის პროცესის მართვა.
** პროექტის ხელმძღვანელთან ერთად რეპორტების შემუშავება საჭიროებების მიხედვით;
** მაღაზიების და საწყობის სამუშაო პროცესების მონიტორინგი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელისთვის;
** სხვა ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებული იქნება ანალიტიკასთან და პროცესების მართვასთან.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge 2020 წლის 01 თებერვლამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროცესების მართვის მენეჯერის ასისტენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |