www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი ბიზნეს გეგმების მიმართულებით
მომწოდებელი: Savvy Consulting
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"SavvY" არის ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია ახალი, ინოვაციური და თანამედროვე მეთოდებით შეცვალოს ბიზნეს კლიმატი საქართველოში. ჩვენი ამბიცია, ვიყოთ ქვეყნის და რეგიონის ლიდერი საკონსულტაციო კომპანია, არ ეფუძნება მხოლოდ საუკეთესო ფინანსური და სტრატეგიული მართვის სტანდარტებისა და პროცესების შექმნას, არამედ ჯანსაღი და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ადამიანებში საუკეთესო თვისებების გაღვივების უნარზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მთავარი ძალა ზრდაზე ორიენტირებული და მიზანდასახული ადამიანების ერთობაა, რომლებსაც აქვთ მიზანი და ამბიცია, შეცვალონ ჩვენთან ერთად.

SavvY ეძებს კონსულტანტს ბიზნეს გეგმების მიმართულებით.

მოვალეობებში შევა:

** პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა და მისი მართვა;
** გუნდის წევრებისთვის დავალებების მიცემა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
** სხვადასხვა ინდუსტიების სიღრმისეული შესწავლა;
** სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** ფინანსური პროგნოზების გაკეთება;
** პროექტის საბოლოო ანგარიშის მომზადება;
** პროექტის საბოლოო პრეზენტაცია კლიენტთან;
** გუნდის წევრების შეფასება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს;
** მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსება;
** მუშაობის ხარისხის თანამედროვე შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება საშუალება სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი, ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

თუ თქვენ ხართ წარმატებული კანდიდატი:

** უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** უნდა იცოდეთ Microsoft Office (Excel, Word, Powerpoint) მაღალ დონეზე;
** უნდა გქონდეთ ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უნდა იცოდეთ ინგლისური ენა მაღალ დონეზე
** სასურველია, გქონდეთ რომელიმე სტატისტიკურ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, იცოდეთ დამატებით ერთი უცხო ენა;
** სასურველია გქონდეთ სამუშაო გამოცდილება ფინასნსების მიმართულებით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2ksb1OW ან გამოაგზავოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: info@savvy.ge (subject: კონსულტანტი ბიზნეს ანალიტიკოსების გუნდში).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |