www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full-stack web პროგრამისტი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას Full-stack web პროგრამისტის პოზიციაზე.

"ინექსფონი" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის "ინექსფონის" გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

ამჟამად კომპანია "ინექსფონის" სერვისებით სარგებლობს 520-ზე მეტი იურიდიული აბონენტი და 15 500-ზე მეტი ფიზიკური პირი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ და ახალ პროექტებში პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განვითარება
** წარმადობის პრობლემების და არქიტექტურული გამოწვევების გადაჭრა
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Javascript
** PHP
** Laravel
** MySql
** MongDB
** Git

უპირატესობად ჩაითვლება თუ გაქვთ გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებში:

** MeteorJS
** ReactJS/Redux
** CSS
** HTML5
** Symfony
** დამატებითი უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მარტივად ათვისების უნარი
** პუნქტუალობა

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს.

თქვენ წინაშე გამოწვევად დადგება პროექტებისა და მათში გამოყენებული ტექნოლოგიების ფართო სპექტრი. ბევრი იქნება როგორც ახალი პროექტები, ასევე - გასარჩევი და სასწავლი. პროექტების მენეჯერი ვებ-აპლიკაცია ტრელოს დახმარებით იზრუნებს თქვენი სამუშაო პროცესების გამარტივებასა და უკეთესად წარმართვაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"ინექსფონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |