www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრულ განაკვეთზე
ხანგრძლივობა: 3-6 თვე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით)
** MS Office-ის ცოდნა (Excel-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა)
** ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** კონკრეტულ პოზიციაზე კანდიდატების მოზიდვა სხვადასხვა წყაროებით;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
** კანდიდატების ინტერვიუზე დაბარება;
** ინტერვიუების ჩატარება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: m.kochlamazashvili@spargeorgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სტაჟირება HR დეპარტამენტში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |