www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Maxela
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სასტუმრო "Maxela" აცხადებს ვაკანსიებს ქვემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე.

კომპანია "Maxela" 2016 წლიდან, წარმატებით, პოზიციონირებს სასტუმროების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ორიენტირებულია მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილების უზრუნველყოფაზე.

კომპანია გამოირჩევა მზარდი განვითარებით და შესაბამისად, წარმატებული გუნდის დახმარებით, ბევრი საინტერესო გეგმის განხორციელებას გეგმავს მომავალში.

1. მენეჯერი

გვესაჭიროება 20-დან 35 წლამდე, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა;
** სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სწორი მენეჯმენტით წარმოება, ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი.;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის საფუძვლიანად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მკაფიო და გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

სამუშაო საათები: სრული.
ხელფასი: 1500-2000 ლარი.
მისამართი: თბილისი, საბურთალო, შარტავას ქ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტაზე: info@maxelahotel.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

2. ღამის ცვლის ადმინისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** მკაფიო და გამართული მეტყველება;
** გაწონასწორებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება;
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა;
** სასტუმროს ნომრის დაჯავშნის სწორი მენეჯმენტით წარმოება, ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი.;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ანაზღაურება: 500 ლარი.
მისამართი: თბილისი, საბურთალო, შარტავას ქ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად, ელფოსტაზე: info@maxelahotel.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახლება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |