www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო ედიტორი
მომწოდებელი: Visionary Institute
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"Visionary Institute" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ედიტორის პოზიციაზე.

** გაქვთ ვიდეო მონტაჟის გამოცდილება?
** შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი?
** გაქვთ სურვილი იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ კომპანიაში?

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შემოთავაზება თქვენთვის!

ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ახლად დაარსებული კომპანია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატების მიღწევაში და დღითი დღე ვითარდება.

ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან რათა დავეხმაროთ მათ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ გვჯერა რომ ყველას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ როლზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ თავად შეიტანოთ წვლილი სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

მოვალეობები:

** ვიდეო მონტაჟი;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მუშაობა ყოველდღიურად, შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად
** ოპერატორთან აქტიური კომუნიკაცია შესაბამისი მითითებების მისაღებად
** მზადყოფნა კოლეგების დასახმარებლად, თუნდაც იმ შემთხვევებში როდესაც აღნიშნული საქმიანობა არაა მითითებული მოვალეოებეში

მოთხოვნები:

** გამოცდილება აღნიშნული კუთხით, აგეთვე, Adobe Premiere Pro-სა და After Effects-ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** ინიციატივის ხელში აღების უნარი. ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
** მინიჭებული მოვალეობების პირნათლად შესრულება
** ენთუზიაზმის ქონა აღნიშნულ თანამდებობაზე სამუშაოდ
** დროის მენეჯმენტის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული. საკითხის განხილვა მოხდება გასაუბრებაზე და ანაზღაურება დადგინდება თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

სამუშაო საათები: როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკვეთი, კონკრეტული საათები დადგინდება გასაუბრებაზე ინდივიდუალურად.

ადგილმდებარეობა: შ. ნუცუბიძე N201, საბურთალო, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/Resume ინგლისურ ენაზე, თქვენი ნამუშევრები და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ იმეილზე: ela@simitchell.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |