www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: გრინვოში
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

კომპანია "გრინვოში" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

"გრინვოში" არის სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების თვითმომსახურებით რეცხვის სერვისს. გრინვოშის ცენტრები იფუნქციონირებს თბილისის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი (გლდანი, ვარკეთილი, ბელიაშვილი, აღმაშენებლის ხეივანი, ფეიქრები, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა).
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა.
ანაზღაურება: 500 (ხუთასი) ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოსამრეცხაოს ტერიტორიის მეთვალყურეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა აპარატურის მოხმარებასთან დაკავშირებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური გაუმართაობისას კლიენტებისთვის დახმარების გაწევა;
** ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების გამოძახება დაუყოვნებლივ;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო ან/და პროფესიული განათლება. სასურველია, უმაღლესი განათლება;
** სასურველია, კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მინიმალური გამოცდილება;;
** სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwash.ge 2020 წლის 30 იანვრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - დაცვის თანამშრომელი.

კომპანია "გრინვოშში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვოშის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |