www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა (1)
სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 450- 500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა / შენარჩუნება;
** ყოველდღიურად საოფისე ფართების დალაგება / დასუფთავება;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |