www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეკლამის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge | www.AVZI.ge) აცხადებს ვაკანსიას რეკლამის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეკლამო მასალების დასამზადებლად მომწოდებლების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის უზრუნველყოფა სარეკლამო პროდუქციით: შესაფუთი მასალები, ბანერი, სტიკერი, გარე რეკლამისთვის საჭირო ინვენტარი, ბრენდირებული აქსესუარები, უნიფორმები და ა.შ.
** სარეკლამო მასალების იაფად შესყიდვის მიზნით ტენდერის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში);
** რეგიონებში, მომხმარებლების სარეკლამო მასალებით უზრუნველყოფის მიზნით, ვიზიტი, რეკლამისთვის განკუთვნილი ადგილის აზომვა და ნახაზის შედგენა, სარეკლამო მასალის შერჩევა, სარეკლამო პროდუქციის დამზადების და მიწოდების უზრუნველყოფა, არსებული სარეკლამო მასალების განახლება და მონიტორინგი;
** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის დიზაინერებთან;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Adobe პროგრამებიდან: Photoshop, Illustrator, Corel, რომელიმეს ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B1-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** ავტომანქანის მართვა და შესაბამისად მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 იანვარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეკლამის მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |