www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ხარისხის უზრუნველყოფის ავტომატიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

სს "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "დიჯითალ არეა" აცხადებს ვაკანსიას IT ხარისხის უზრუნველყოფის ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** საჭირო ტესტ ქეისების შემუშავება;
** ტესტ ქეისების მიხედვით, ავტომატური ტესტირების დეველოპმენტი;
** ხარვეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შემდგომი მეთვალყურეობა მათ აღმოფხვრამდე;
** Regression ტესტირება;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის დეტალური სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი/მაგისტრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ავტომატური ტესტირების მიმართულებით.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** ტესტ ქეისების მენეჯმენტის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** JIRA-ში მუშაობის გამოცდილება;
** Agile/Scrum/Kanban-ში მუშაობის გამოცდილება;
** ტესტირების მეთოდოლოგიების ცოდნა და გამოყენება;
** Software Development Life Cycle-ის ცოდნა;
** ავტომატიზაციის Framework-ებთან მუშაობის გამოცდილება (Selenium Web Driver);
** C#-ის პროგრამული ენის ცოდნა;
** Appium-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL/NoSQL);
** სასურველია სტრეს ტესტირების თულებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ვებ სერვისების შექმნისა და გამოყენების გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hr@area.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |