www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობაზე, ქ. ზესტაფონში.

"კონსტრუქტ2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონების" საერთო პროექტია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად.

"სამშენებლო კოლეჯი, m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

მოვალეობები და ფუნქციები:

** ლოკალური ქსელის მომსახურება:
** ქსელის მონიტორინგი. არსებული ქსელის როუტერისა და სვიჩების მონიტორინგი. გარე ქსელთან კავშირის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
** ლოკალური უკაბელო ქსელის მოწყობილობების მონიტორინგი და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** ​მარშუტიზატორის კონფიგურაცია.
** უკაბელო ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია, მართვა.
** თხელი კლიენტების სერვერის გამართვა ადმინისტრირება.
** ინტერნეტის სიჩქარეზე და სხვადასხვა ვებგვერდებზე შეზღუდვების დაწესება.
** გლობალური ქსელის მომსახურება: ინტერნეტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ინტერნეტპროვაიდერთან ურთიერთობა
** კომპიუტერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, დრაივერების ჩაწერა, პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და პროგრამულად გამართვა.
** სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ჩაწერა კომპიუტერებში.
** აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა, წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დადგენა და მისი კვალიფიციურად აღმოფხვრა;
** მონაცემთა დარეზერვება საჭიროების შემთხვევაში.
** კოლეჯის პერსონალისთვის, ლექტორებისთვის და სტუდენტებისთვის ელექტრონული ფოსტის შექმნა, მათ სრულყოფილ და გამართულ ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook);
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი

ხელფასი: 1200 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არა უგვიანეს 2020 წლის 10 თებერვლისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |