www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** ფილიალში არსებული პროდუქციის აღწერა
** პროგრამული ფასების შესაბამისობის კონტროლი
** შესაბამისი სააქციო მაჩვენებლის არსებობის კონტროლი
** ინვენტარიზაციის შემდგომ ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება სააქციო საქონელზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში მსგავს ან იგივე პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** 1C ERP-UP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (სავალდებულო);

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და სიზუსტე;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 თებერვალი, 2020 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |