www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Java დეველოპერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას Java დეველოპერის თანამდებობაზე.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნება და განვითარება;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი;
** დადგენილი სტანდარტების და მითითებების დაცვა.

განათლება და გამოცდილება:

** Java/Java EE-სთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** Jboss, Apache Tomcat აპლიკაციის სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** Spring, Hibernate, Angular JS-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 თებერვალი, 2020 წ.

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |