www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც სწრაფი და ხარისხიანი ხელოსანი გამოძახებით 24 საათი, კვირაში 7 დღე. პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ელის ახალ თანამშრომელს

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (სამეურნეო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

მნიშვნელოვანია აპლიკანტს ჰქონდეს შემდეგი უნარები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდის შეკვრის უნარი;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული უშუალო მოვალეობები:

** ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა
** სამუშაო ჯგუფების დღის დაგეგმვა/მონიტორინგი;
** ტექნიკური პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
** მომხმარებლებთან ჩასატარებელი გეგმიური სამუშაოების დაგეგმვა/მონიტორინგი;
** ტექნიკური პერსონალის მორიგეობის ცხრილების შედგენა და მართვა;
** კორპორატიული მომხმარებლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, გეგმების დასახვა;
** რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, ტექნიკური ჯგუფებისთვის ორიენტირის მიცემა;
** ტექნიკური პერსონალის საჭირო რესურსის მოძიება, სწავლება;
** გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის მიწოდება;
** კომპანიის კუთვნილი ავტოპარკის მომსახურება;
** ტექნიკოსებზე გადაცემული ინვენტარის (მარაგ-ნაწილები, იარაღები, მოწყობილობები და ა.შ.) კონტროლი;

დასაქმებულს დაევალება შემდეგი ანგარიშების წარმოება:

** ტექნიკოსების ყოველთვიური ანაზღაურების დათვლა/რეპორტინგი;
** მომხმარებლებზე გაწეული დამატებითი ხარჯების ყოველთვიური დათვლა/რეპორტინგი;
** ავტომანქანების შეკეთების ხარჯების ყოველთვიური დათვლა/რეპორტინგი;
** კორპორატიული მომხმარებლების ჭრილში ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურებას 1 500 GEL (NET);
** საბონუსე ანაზღაურებას:
ყოველთვიური KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე;
სააბონენტო კონტრაქტის ბიუჯეტთან შედარება-მომგებიანობიდან გამომდინარე; შესრულებული საპროექტო შეკვეთებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კორპორატიულ ნომერს;

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაოს არსებითი სპეციფიკა შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |