www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: OutFlat
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 14 თებერვალი

საინვესტიციო და სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "აუთფლეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უძრავი ქონების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია, ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
** პროექტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
** პროექტში გასაყიდი და გაყიდული ბინების მონიტორინგი და კონტროლი;
** მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზებთან მუშაობა;
** გარიგებების დადება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი ("გუდვილთან").

დაინტერესებულ პირებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: outflatgroup@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |