www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თევზის საწარმოს ტექნოლოგი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 14 თებერვალი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში თევზის საწარმოს ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** წარმოებაში ტექნოლოგიური ციკლის დაგეგმვა
** ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესების გაწერა
** წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა
** განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა
** ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი
** პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად
** პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა
** როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი
** პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა
** პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა
** წარმოების მენეჯერთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება, სადეგუსტაციო საბჭოს მოწვევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** თევზის ტექნოლოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** თევზის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
** სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** მოწესრიგებულობა
** გუნდურობა
** პრიორიტეტების დასახვა
** დროის მენეჯმენტი
** დეტალების მართვა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "თევზის საწარმოს ტექნოლოგი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |