www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კლიენტების მოძიება, შენარჩუნება და მათი რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა;
** კლიენტისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა და მომსახურება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა;
** უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ქებული კლიმატი/გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |