www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "უნიმედი" 2011 წელს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების ტექნიკის და სახარჯი მასალის საცალო და საბითუმო რეალიზაცია.

კომპანია "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობა
** rs.ge - ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: cv@unimedi.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |