www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჰოსტელი პუშკინის 10
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

ჰოსტელი "პუშკინის 10" (თბილისი) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები: სტუმრების რეგისტრაცია და განთავსება, მათი სწრაფი და თავაზიანი მომსახურებით უზრუნველყოფა, რჩევების მიცემა; საუზმის სუფრის გაშლა, ზოგადი წესრიგის დაცვა ჰოსტელში, სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.

პირობები:

** 24 საათიანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებში და მეგობრულ წრეში.
** ხელფასი: დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, მაგრამ პრაქტიკულად თვეში 500 ლარიდან 650 ლარამდე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების კარგ სასაუბრო დონეზე ფლობა. ორივე ენის ცოდნა თანაბრად მნიშვნელოვანია - ურთიერთობა გექნებათ მთელ მსოფლიოდან ჩამოსულ კარგ ხალხთან.
** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე.
** გამოცდილებას და ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.

აუცილებელი თვისებები:

** კეთილგანწყობა: თავაზიანობა, ყურადღება და დახმარების მზაობა;
** წესრიგის სიყვარული;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** საქართველოს ცოდნა ან/და საქართველოს შესწავლის სურვილი;
** გულწრფელი ღიმილი.

რეზიუმე სასურველია, თუმცა აუცილებელი არაა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: cv@pushkin10.ge ან მოგვწეროთ ჩვენს Facebook-გვერდზე. https://www.facebook.com/pushkin10/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |