www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო სემინარი
მომწოდებელი: GLIP
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით 2-3 მარტს ბელგიის ქალაქი ბრიუსელში ტარდება გაცნობითი სასწავლო სემინარი ევროპული სამართლისა და ძირითადი ინსტიტუტების შესახებ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა და სემინარი შემდეგ საკითხებზე:

** ევროკომისიის, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს როლი;
** ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა;
** ევროპული ინსტიტუტების მუშაობის პრინციპები და მათი გავლენა ევროკავშირზე;
** ევროპული კავშირის კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა;
** დასაქმება და სოციალური საკითხები;
** მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
** განვითარების თანამშრომლობა და კვლევები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ბრიუსელის დათვალიერება და 4-7 მარტს ექსკურსია ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში.

მონაწილეობის საფასური: საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (#GLIP) წევრებისთვის შეადგენს 750 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო არაწევრებისთვის - 850 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

საფასური მოიცავს:

** ქ. ბრიუსელისა და ამსტერდამში სასტუმროებში განთავსებას;
** დილის საუზმეს;
** ევროკომისიასა და ევროსაბჭოში 2 დღიან სემინარსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობას;
** ქალაქებს შორის შიდა გადაადგილებას;
** სასწავლო მასალებს;
** ექსკურსიას ქ. ამსტერდამში;

საფასურში არ შედის ავიაბილეთების საფასური. თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ავიაბილეთების შეძენაში დახმარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593380538, 597967700, 599724751

mariam_sitchinava@yahoo.com

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://glip.ge/

ორგანიზაციის წევრობის მსურველებმა იხილეთ გვერდი: https://glip.ge/gatsevrianeba/

განაცხადის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |