www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბანერო სისტემის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ედლაინი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი სარეკლამო სააგენტო "ედლაინი" აცხადებს ვაკანსიას საბანერო სისტემის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** საბანერო სისტემაში მუშაობა, ანალიტიკა, განვითარება, კომუნიკაცია სოფტის საფორთთან, პრობლემების დაფიქსირება, გამოსწორება ორივე მხარესთან;
** Google analytics-თან მუშაობა;
** ყოველდღიური მონიტორინგი საიტების, ბანერების, ვიდეორეკლამის და ა.შ.
** ბანერის, ვიდეორეკლამის საიტებზე ატვირთვა (კონვერტაცია, კოდში ცვლილება, შემოწმება);
** ვებ განვითარების ჯგუფთან კომუნიკაცია და ტექნიკური საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** HTML5, CSS პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |