www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენისათვის ზრუნვა
** პრომო აქციებისა და ფასდაკლებების მიწოდების კონტროლი
** რისკების დადგენა
** რეპორტინგი.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (საწვავი ანაზღაურდება).

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |