www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კრუასანების მცხობელი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს."

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: კრუასანების მცხობელი
დეპარტამენტი: სასმელების და კვების
ანგარიშვალდებულება: აღმასრულებელი შეფ მზარეული

პოზიციის აღწერა:

მოამზადოს მენიუში არსებული სხვადასხვა დასახელების პური და ცომეული. დაეხმაროს მთავარ მცხობელს და აღმასრულებელ შეფ მზარეულს. აკონტროლოს ინგრედიენტების ხარისხი და სამუშაო სივრცის სისუფთავე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** დაეხმაროს უფროს მცხობელს და აღმასრულებელ შეფს
** მუდმივად უზრუნველყოს ყველა სამუშაო ინვენტარის და სამზარეულოს სისუფთავე
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა
** აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება , შენახვა ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი ნიშნების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს . აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში
** დაესწროს ყველა ტრეინინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისთვის
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს
** დროულად ამცნოს შესაბამის დეპარტამენტებს ტექნიკური ხარვეზების შესახებ
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამზარეულოს/საცხობის მიმართულებით;
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომები;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 2020 წლის 15 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |