www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილი", რომელიც წარმოადგენს მეტალურგიული წარმოების სფეროში ერთ-ერთ უდიდეს უცხოურ ინვესტიციას, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქ. #36
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
** საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც წერითი ასევე ზეპირი;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს რუსთავში.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მომზადება და თარგმნა საჭიროებისამებრ;
** შეხვედრების ორგანიზება და სტუმრების მიღება, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** დირექტორის ყოველდღიური დავალებების შესრულება;
** კორესპონდენციის აღრიცხვა და კონტროლი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@geosteel.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |