www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "უნიმედი" 2011 წელს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების ტექნიკის და სახარჯი მასალის საცალო და საბითუმო რეალიზაცია.

კომპანია "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე (პრიორიტეტად ჩაითვლება შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამა ორისის კარგად ფლობა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ფუნქცია/მოვალეობები:

** სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი.
** გაყიდვების და იმპორტ-ექსპორტის დეპარტამენტთან რეგულარული შედარება;
** საბანკო ოპერაციების მართვა;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურისათვის
** ყოველთვიური ფინანსური უწყისების წარმოება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობა);
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: cv@unimedi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |