www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგროსაწარმოს ოპერატორი
მომწოდებელი: მზიანი მოსავალი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "მზიანი მოსავალი" საქართველოში რეგისტრირებული წამყვანი აგროკომპანიაა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველ საწარმოს და დაახლოებით 200 (ორასი) ჰექტარ მიწას.

შპს "მზიანი მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას აგროსაწარმოს ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩართულობა და დახმარება აგრო ღონისძიებების ჩატარების დროს. ნათესი მინდვრების მონიტორინგი, მცენარეთა დაავადებების პრევენცია და კონტროლი;
** დასაწყობებული ბოსტნეულის შენახვის პირობების კონტროლი;
** აგროტექნიკის და მექანიზაციის საშუალებების ოპერირება.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს დაუზარელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სურდეს ახალი მიმართულებების ათვისება.

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
დამატებითი შეთავაზება: ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავით ან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, კორპორატიული ტელეფონი;
სამუშაო ადგილი: ბოლნისი, სოფელი სავანეთი
სალაპარაკო ენები: ქართული და რუსული;
გამოსაცდელი ვადა: 2+4 თვე

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577 678 879 და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Maia.Lobjanidze@frixx.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |