www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / განცხადების ვადა: 22 თებერვალი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** FMG-ის პროგრამაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** Excel-ის ცოდნა კარგად.
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** რეპორტინგი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ნაშთის კონტროლი და გასწორება.
** ბანკის ჩარიცხვების გატარება, ამორტყმული ჩეკისა და ზეტის შედარება, კონტროლი.
** ოპერატორების მიერ ატვირთული ზედნადებების შემოწმება, ასევე საწყობებს და საწარმოებს შორის შიდა გადაზიდვების კონტროლი.
** RS და პროგრამას შორის გაწერილი ზედნადებების სიზუსტის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |