www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Cushman & Wakefield
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / განცხადების ვადა: 23 თებერვალი

Cushman & Wakefield - უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 400 ოფისით და 51, 000 თანამშრომლითაა წარმოდგენილი. საქართველოში Cushman & Wakefield 2012 წლიდან მუშაობს. ჩვენი გუნდი გლობალური უძრავი ქონების სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს და კლიენტებს უძრავი ქონების მიმართულებით მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: უძრავი ქონების მართვა, საინვესტიციო მომსახურება, ბაზრის კვლევა, საბროკერო სერვისი, საკონსულტაციო მომსახურება და უძრავი ქონების შეფასება.

ვაკანსია: ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** დღის/კვირის სამუშაო გრაფიკის შედგენა
** ადმინისტრაციული საქმეების ორგანიზება
** შეხვედრების ორგანიზება - შეხვედრისთვის ოფისის მოწესრიგება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** სატელეფონო ზარების მიღება, დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება
** დაინტერესებულ პირებთან ელექტრონული მიმოწერის წარმოება, კორესპონდენცია
** შიდა დოკუმენტაციის მართვა, წარმოება, რედაქტირება
** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა
** ოფისის სამეურნეო საკითხების მონიტორინგი და მენეჯმენტი
** თანამშრომელთა მივლინებების/საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/ორგანიზება

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel; Word)
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა

სამუშაო პირობები: კვირის დღეებში სამუშაო საათები: 9:15 - 18:15

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: office@cushwake.ge 2020 წლის 5 თებერვლამდე.
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია Cushman & Wakefield Georgia მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |