www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მოცემულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Windows ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების ცოდნა; ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების გამოცდილება და საფუძვლების ცოდნა;

სასურველია:

** Unix/Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** IP-ტელეფონის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპიუტერებისა და ქსელური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ციფრული სატელეფონო ქსელის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური აპარატურის მოდერნიზაციისა და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა;
** მონაცემების რეზერვირება;
** ორგანიზაციაში მიღებული წესების მიხედვით მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ქვედანაყოფებს შორის კავშირის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** თანამშრომელთა კონსულტაცია კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების საკითხებში;
** ლოკალური ქსელისა და ინტერნეტის მონიტორინგი და შესაძლო ხარვეზებზე დროული რეაგირება.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |