www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაჟო დეკლარანტი
მომწოდებელი: ვეგა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ვეგა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას - საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** Asycuda-ს პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო დეკლარაციების შევსება;
** Asycuda-ს პროგრამაში მუშაობა;
** ტვირთის მოწმობის გადამოწმება და დახურვა;
** ტვირთის დეკლარირება პროგრამაში;
** შესაბამის ორგანიზაციებთან კოორდინაცია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (საბაჟო დეკლარანტი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 6 მარტი, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |