www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ვეგა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ვეგა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო და დამკვეთ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
** შეკვეთების სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა, უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მოულოდნელი ლოგისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** სატრასპორტო ოპერაციების უწყვეტი, ოპტიმალური და კოორდინირებული პროცესის კოორდინაცია;
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის ლოგისტიკური საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** პოტენციური მომწოდებლების და ფასების კვლევა, მონაცემთა ბაზის განახლება;
** პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან შეხვედრების და კონსულტაციების წარმოება;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ლოგისტიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა, თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლია მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ლოგისტიკის მენეჯერი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 6 მარტი, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |