www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ევრო ინვესტი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ევრო ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

"ევრო ინვესტი" 2014 წლიდან ეწევა პრემიუმ ხარისხის საკვები პროდუქტის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და ახდენს შემდგომ მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მნიშვნელოვანია ​ჰორეკას მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება);
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** განვითარებაზე და, შედეგებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კრეატიულად აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
** სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება საცალო და საბითუმო ქსელში;
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და მათი გაღრმავება;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება;
** გაყიდვების დაგეგმვა და ახალი ობიექტების მოზიდვა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: hr@euroinvest.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |