www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასაქმების სპეციალისტი
მომწოდებელი: იმერეთის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"იმერეთის განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დასაქმების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ხანგრძლივობა: 7 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, 20 საათი კვირაში
ადგილმდებარეობა: ქუთაისი

"იმერეთის განვითარების ცენტრი" არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმერეთის მხარეში ახორციელებს ბავშთა კეთილდღეობის პროგრამას World Vision საქართველოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

2019 წლის ოქტომბრიდან, ორგანიზაციამ მისი პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში (ბავშთა დაცვა და კეთილდღეობა) დაიწყო ახალი პროგრამული მოდელის "ერთად დავძლიოთ სიღარიბე" განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გაძლიერებას სხვა და სხვა მიმართულებებით, რომლის შედეგიც ამ ოჯახებისთვის სიღარიბის დაძლევა იქნება. მოდელი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: 1. სოციალური დაცვა - რომელიც მიმართულია კრიზისის დაძლევაზე და გულისხმობს მოწყვლადი ოჯახების ხელმისაწვდომობის გაზრდას ჯანდაცვისა და განათლების რესურსებზე; 2. საარსებო წყაროს უზრუნველყოფა - ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა დივერსიფიცირებული წყაროების განვითარების გზით, მათი უნარჩვევების გაძლიერება და საბაზრო ეკონომიკაში ჩართვა; 3. მოწყვლადი ოჯახების ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე გრანტების პროგრამებთან, 4. უღარიბესი ოჯახების სოციალური ინკლუზია და განვითარება.

აღნიშნული მოდელის ფარგლებში, ორგანიზაცია მოახდენს 25 ყველაზე მოწყვლადი ოჯახის შეფასებას, მათი არსებული რესურსების იდენტიფიცირებას და სამოქმედო გეგმის შედგენა-განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური და საბაზისო, სოციალური, ტექნიკური თუ პროფესიული უნარების გაძლიერებისკენ. აღნიშნული მიიღწევა ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობის გზით.

პოზიციის მიზანი და ძირითადი ვალდებულებები:

დასაქმების სპეციალისტის პოზიციის მიზანია წინასწარ შერჩეული ოჯახების შეფასება (ოჯახის წევრების დასაქმების/თვით დასაქმების უნარის, კომპეტენციის დადგენა, ოჯახის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობის განსაზღვრა), არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შეფასება, სამომავლო საქმიანობის სფეროს განსაზღვრა შეფასების საფუძველზე (რომელი კონკრეტული საქმიანობა "იმუშავებს" ამ ოჯახის წევრებისთვის - პროფესიული გადამზადება, დასაქმების ხელშეწყობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და სხვა), ოჯახის სამეწარმეო/ბიზნეს უნარების გაძლიერება (მათ შორის საოჯახო მეურნეობის მართვის "financial literacy"), ოჯახის ჩართვა შერჩეულ საქმიანობაში, შესყიდვების პროცესის წარმოება, ოჯახის მენტორინგი და მონიტორინგი.

** ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დასაქმების/თვითდასაქმების ინსტრუმენტის გადახედვა და მისი სრულყოფა;
** წინასწარ შერჩეული ოჯახების შეფასება შემუშავებული ინსტრუმენტის მიხედვით (დასაქმების/თვით დასაქმების უნარიანობის, კომპეტენციის დადგენა, ოჯახის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობის განსაზღვრა);
** არსებული გარემოს/კონტექსტის შეფასება საქმიანობის განსაზღვრის მიზნით (მათ შორის სამოქმედო არეალში შესაძლებლობების იდენტიფიცირება);
** შეფასების საფუძველზე ოჯახის (წევრების) სამომავლო საქმიანობის განსაზღვრა ოჯახის წევრების ჩართულობით;
** ოჯახის (წევრების) სამეწარმეო, პროფესიული, ტექნიკური უნარების გაძლიერების ხელშეწყობა საჭიროებიდან გამომდინარე;
** ოჯახის ჩართვა შერჩეულ საქმიანობაში ოჯახის ეკონომიური გაძლიერების მიზნით (პროფესიული გაძლიერება, დასაქმების ხელშეწყობა, თვითდასაქმება);
** შეფასების და სფეროს განსაზღვრის საფუძველზე, ოჯახებისთვის მცირე აქტივების შეძენა და გადაცემა საჭიროებისამებრ;
** ოჯახის კონსულტირება/მენტორინგი საქმიანობის პროცესში;
** ოჯახის მონიტორინგი და ანგარიშების წარმოება;
** ადგილობრივ დონეზე პარტნიორების/პარტნიორთა ქსელის გამოვლენა და ურთიერთობების დამყარება ოჯახების გაძლიერების და მათი ჩართულობის მიზნით;

პოზიციისთვის სასურველი განათლება და უნარები

** უმაღლესი განათლება - ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის მიმართულებით ან შესაბამისი გამოცდილება;
** ადგილობრივ დონეზე დამსაქმებლების, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და საფინანსო სექტორების კარგი ცოდნა;
** მოწყვლადი ოჯახებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე სასწავლო მოდულის მომზადება და ოჯახებთან მუშაობა;
** ადგილობრივი ბაზრის კარგი ცოდნა - არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების და მათი განვითარების შესაძლებლობები;
** მარტივი ბიზნეს გეგმების შედგენის ცოდნა და გამოცდილება;
** არსებული პროგრამების კარგი ცოდნა (გრანტები, მხარდამჭერი პროგრამები მსგავსი მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამებისა და პრეზენტაციის ჩატარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა (MS Office, MS PowerPoint, e-mail, internet);

სასურველი გამოცდილება:

** მცირე და საშუალო ბიზნესებთან ან მეწარმეების/საოჯახო მეურნეობების საგრანტო დაფინანსების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** მოწყვლად ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება მათი ეკონომიკური გაძლიერების კუთხით;
** არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, რომლის მიზანს მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენდა;

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: nino_tsintsadze@imdc.ge და გთხოვთ მეილის სახელში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: "დასაქმების სპეციალისტი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადები ამობეჭდილი სახით ოფისში არ მიიღება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 5 მარტი, 2020 / 18:00 სთ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |