www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზის უმცროსი ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 56766_halykbank_app_form_8093284.zip
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის უმცროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე სათაო ოფისში

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** რელაციური მონაცემთა ბაზების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** Oracle მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების 1 წლიანი გამოცდილება
** Oracle მონაცემთა ბაზების რეზერვირების / აღდგენის პრინციპების ცოდნა
** SQL ენის ფლობა საშუალო დონეზე
** PL/SQL ენის საფუძვლების ცოდნა
** Linux ოპერაციული სისტემის საფუძვლების ცოდნა
** Shell სკრიპტებთან მუშაობის გამოცდილება
** მონაცემთა ბაზების (RDBMS/NOSQL) ადმინისტრირების მიმართულებით განვითარების სურვილი
** ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების უნარი

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების ინსტალაცია/კონფიგურირება
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება/მონიტორინგი
** მონაცემთა ბაზების რეზერვირება/აღდგენა
** მონაცემთა ბაზების წარმადობის გაუმჯობესება (Perfomance tuning)
** მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი ადმინისტრატორი".

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2020 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |