www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ჰიდრომოდელირების სამსახურში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე, შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება;
** მოპოვებული ინფორმაციის პროგრამულად (პროგრამა "zulu") დამუშავება;
** არსებული სიტუაციის მოდელების შექმნა, მოდიფიცირება;
** რეჟიმების მონიტორინგი, გადახრების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** მონაწილეობა ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციისთვის წინადადების ინიცირებაში;
** მონაწილეობა წყალმომარაგების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების და ტექნიკური დავალებების განხილვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია საინჟინრო, სამშენებლო, წყალმომარაგება/წყალარინების მიმართულებით;
** შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია წყალმომარაგების სისტემების ექსპლოატაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია AutoCAD-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2020 წლის 29 თებერვლისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია სტაჟირება ჰიდრომოდელირების სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |