www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო Brim Tbilisi
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

თბილისში გაიხსნა პირველი სასტუმრო "Brim Tbilisi", რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, 2 რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს.

იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს, ვაცხადებთ ვაკანსიას სასტუმროში, ღამის ცვლის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი).

მოთხოვნები:

** სასტუმროში მიმღების პოზიციაზე ან სუპერვაიზერად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + კვება.
სამუშაო საათები: კვირაში ხუთი დღე, 23:00-დან 08:00-მდე.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს შეგიწყობთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@brimtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გასაუბრების ეტაპზე გადავლენ.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სარეკომენდაციო წერილი.

სასტუმრო "Brim Tbilisi" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |