www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CTH
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით. ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში (PEGASUS Airlines, Air Arabia, ) GDM- კი ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შემოყვანილი ტურისტების რაოდენობით საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმყოფება ლიდერთა სამეულში. საოპერაციო ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ერევანში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში.

მოვალეობები:

** შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** სასტუმროებთან, რესტორნებთან კომუნიკაცია, საუკეთესო ფასის მოძიება;
** რეპორტების წარმოება;
** სასტუმროებთან, რესტორნებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან კონტრაქტების განყოფილების მუშაობის ზედამხედველობა და ოპტიმიზაცია.
** ინდივიდუალურ, ფასწარმოქმნისა და ჯგუფების დეპარტამენტთან რეპორტინგი, მუდმივი კომუნიკაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

უნარ-ჩვევები:

** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებული;
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** სწრაფი ათვისების უნარი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ტურისტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge; აუცილებელი მოთხოვნაა წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |