www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებლებისთვის
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი;
** გრაფიკი: სტაჟიორი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, ცვლაში მუშაობს ორი თანამშრომელი;
** პროგრამის მიმდინარეობისას, სტაჟიორები გაივლიან ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის საკვალიფიკაციო კურსს;
** პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, სტაჟიორები დასაქმდებიან ორგანიზაციაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მათემატიკური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება.

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |