www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიკრო ბიზნეს სესხების ოფიცრის სტაჟიორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს სესხების ოფიცრის სტაჟიორის პოზიციაზე ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში ქ. გორსა და ქ. ქუთაისში.

შერჩეული კანდიდატები დაეუფლებიან საფინანსო სექტორში ყველაზე მოთხოვნად, საკრედიტო ექსპერტის სპეციალობას, შეიძენენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან კომპანია სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ში ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორთფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურებადი სტაჟირება: ხელფასი + ბონუსი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია https://swisscapital.ge/ge/jobs ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 20.02.2020 წ.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - " Micro Business loans" Intern officer".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |