www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 21 თებერვალი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000554
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 21.02.2020
კატეგორია: პროგრამული განვითარების ჯგუფი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
** პროგრამული განვითარების ჯგუფი - 3 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია Scrum-ით მუშაობის გამოცდილება და Jira-ს ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** პროგრამული უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული პროგრამების, მოდულებისა და ინტერფეისების მიმართ მოთხოვნების ჩამოყალიბება, ტექნიკური დავალებების მომზადება;
** პროგრამული უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული პროცესების ბიზნეს დავალების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნესის მოთხოვნების ფორმირების პროცესში მონაწილეობა;
** გამოყენებული ტექნოლოგიების, სისტემის, პროგრამული გადაწყვეტების მოდიფიკაციასა და განახლებებზე პროექტების მომზადება და განხორციელება;
** არსებული ტექნოლოგიის ფარგლებში სისტემის გამართულად მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაცია/განახლებების ტესტირების და ჩაბარების უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის როლების შემუშავება და შეთანხმება;
** პროგრამული უზრუნველყოფის რეალურ გარემოში დანერგვა და მონიტორინგი;
** მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა სატელეფონო ზარებით, მომხმარებლებისგან ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინებების დამუშავება, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი და აღმოფხვა;
** მონაწილეობის მიღება ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესებისა და სცენარების პროექტირებასა და მოდერნიზაციაში;
** პროგრამული უზრუნველყოფის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის საკითხების ანალიზი და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** საბოლოო მომხმარებლებისთვის ტრეინინგების უზრუნველყოფა;
** საბოლოო მომხმარებლებისთვის ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ამოცანების იმპლემენტაციისათვის ტექნოლოგიის შერჩევა;
** სხვადასხვა ამოცანების ტექნიკური იმპლემენტაციის პროცესის კოორდინირება;
** პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრირებისთვის საჭირო გარე პროგრამების მომზადება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია მის მიერ გამოყენებული რესურსების მოცულობისა და მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო დროის შემცირების მიზნით;
** პროგრამების მუდმივი მხარდაჭერა და მუშაობის პროცესში აღმოჩენილი შეცდომებისა და შენიშვნების გასწორება;

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/554



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |