www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (http://www.agconsulting.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში (http://www.primeglobal.net)

გამოცხადებული კონკურსი: ბუღალტერ ოპერატორის ვაკანსიაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 09.00-დან 18.00 საათამდე (შაბათის ჩათვლით)
მდებარეობა: ქ.თბილისი, აეროპორტის გზატკეცილი (საქ. ეროვნული ბანკის საცავის მახლობლად)
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/არქივირება
** მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა
** სალაროში გატარებების და გამოწერილი ქვითრების შედარება-ანალიზი
** ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა
** სხვა, კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამები ORIS, FINA, INFO-სთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2020 წლის 20 თებერვლამდე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |