www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 7 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** თავის სამუშაო ტერიტორიაზე კომპანიის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა;
** კომუნიკაცია კლიენტებთან ახალი პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით, ფასების ცვლილებებზე, კამპანიებზე, პრომო აქციებზე, კომპანიის წესების შესაბამისად;
** ყოველკვირეული ვიზიტები განსაკუთრებულ/მნიშვნელოვან კლიენტებთან გაყიდვების სუპერვაიზერის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** ინფორმაციის მოძიება მის ტერიტორიაზე არსებული (აქტიური და პოტენციურად აქტიური) კლიენტების შესახებ;
** ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა, პასუხების მიწოდება უმოკლეს ვადებში და ეფექტურად პრობლემების გადაწყვეტა;
** კომპანიის მიერ შედგენილი მარშრუტის შესრულება და მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების აღება და კომპანიის მიერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად გატარება;
** პასუხისმგებელია კლიენტისათვის კომპანიის მიერ გადაცემულ მარკეტინგულ მოწყობილობებზე, მათთან დაკავშირებით ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმებაზე და კომპანიისათვის წარმოდგენაზე.

განათლება და კვალიფიკაცია:

** საშუალო განათლება;
** სპეციალიზებული კურსები: გაყიდვების და მოლაპარაკების შესახებ (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პოზიციის კომპეტენცია:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდურობა
** ახალ გარემოსთან ადვილად ადაპტირება
** ინიციატივების გამოვლენის უნარი
** ქართული ენის კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ინტეგრირებულობა და ნდობა
** სამართლიანობა
** ბიზნეს ეთიკის წესების დაცვა.

სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის (subject) ველში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |